воскресенье, 19 октября 2008 г.

ტრადიცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გადაცემას. ისტორიულად ჩამოყალიბებული თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები ყოფა- ქცევის ნორმები.ეს ნორმები ყოველთვის მისაღები არ არის. ის უნდა შეესაბამებოდეს იმ დროს რა დროშიც განვიხილავთ ამ ტრადიციას; მაგ, დაძმობილების ტრადიცია.
დაძმობილება, ძმად გაფიცვა, ორ მეგობარს შორის ძმური კავშირის განმტკიცება ხელოვნურ ნათესაობის დამყარებით. ეს თრადიცია გვხვდებოდა ძველ საქართველოში განსაკუთრებით მთაში არსებობდა დაძმობილების სხვადასხვა წესი.
1. საკლავით დაძმობილება- ძმად გაფიცვის მსურველები რომელიმე დღეობაზე გავიდოდნენ ნათესავებთან ერტად, ხევისბერი მათ დალოცავდა და საკლავის სისხლს ორივეს აპკურებდა.
2. სისხლით გაზიარებით დაძმობილება-შინ ან რომელიმე დღეობაზე ტიტებს გადაიჭრიდნენ და ერთმანეთზე გადადებდნენ.
3. ტყვიების გაცვლით დაძმობილება- ერთმანეთში ტყვიებს გაცვლიდნენ.დაძმობილების ყველა ამ ტრადიციების შესრულებისათვის აუცილებელი იყო ერთგულების ფიცის დადება.
ასეთი ტრადიცია უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ, ჩვენი აზრით ყველა ტრადიცია მისაღები არ არის ის გამართლებულია იმ დროისათვის როცა ის შეიქმნა, მაგრამ ზოგიერთი ტრადიცია გლობალიზაციის პროცესს აფერხებს.